იოანე ფლორენციელი

იოანე ფლორენციელი (გ. 1348), დომინიკელი ბერი, თბი­ლისის კათოლიკური საეპის­კო­პოსოს პირველი ეპის­კო­პო­სი (1329). შედიოდა იმ კათოლიკე მისიონერთა სიაში, რ-ებიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღვაწეობდნენ.

ი. ფ. სა­ქარ­თველო­ში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს დაარსებამდე, დაახლ. 1318 ჩა­მო­ვი­და. ცნობები მისი პიროვნების შე­სა­ხებ ძალზე მწირია. რომის პაპის, იოანე XXII-ის წერილიდან ვგებულობთ, რომ იგი დიდად განათლებული, მოკრძალებული და სათნოებით გამორჩეული პიროვნება ყოფილა.

ი. ფ-ს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი საღვთო საგნები, კარგად იცოდა ქართული ენა და ქართ. ადათ-წესები; იგი სიყვარულით სარგებლობდა როგორც ქართველებში, ასევე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვრებ არაქრისტიანებს შორისაც. მის სახელს უკავშირდება არაერთი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია. ი. ფ-ს კათოლიკე ეკლესია დიდ მოღვაწედ და „მოციქულად ასახელებს.

ლიტ.: თამარაშვილი მ., ქართუ­ლი ეკლესიის ისტორია, თბ., 1995; მჭედლიძე გ., XIX საუკუნის გამოუქვეყნებელი ისტორიული დოკუმენტები ქუთაისში მოღვაწე იტალიელი პატრების შე­სა­ხებ, «ქართველოლოგია», 2015, N4.

თ. მარგველა­შვი­ლი