იოანე ცეცე (Iōannēs Tzetzes) (დაახლ. 1110–1180), ბიზანტიელი პოეტი და ფილოსოფოსი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში.
მამის მხრიდან, როგორც თვითონ აცხადებდა, იყო წმინდა ბერძნ. სისხლის, ხოლო დედის მხრიდან – კავკასიურ-იბერიული წარმოშობის.
მიიღო საფუძვლიანი ფილოლ. და გრამატ. განათლება. თავის შრომებს უძღვნიდა წარჩინებულ ბიზანტიელებს და კეისრებს. მის ყველაზე ვრცელ ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს „ისტორიათა წიგნი", ანუ ფილოლ.ისტ. „პოემა", რ-საც, ჩვეულებრივ, „ხილიადები" ეწოდება. მასვე ეკუთვნის გამოკვლევები და განმარტებები ჰომეროსის, ჰესიოდეს, არისტოფანეს, ლიკოფრონის და სხვა ანტ. ავტორთა თხზულებების შესახებ.
ი. ც. გვაწვდის ძვ. კოლხეთთან დაკავშირებულ საყურადღებო მითოგრაფიულ, გეოგრ. და ეთნოგრ. ცნობებს.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.
ლიტ.: ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.