იოანე წარეცი

იოანე წარეცი, იოანე წარელი, XVI–XVII საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი. სომხ. ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ცნობილია მისი ნა­­შრო­მი, რ-იც შემონახულია არაქელ დავრიჟეცის „ისტორიათა წიგნში". ი. წ-ის თხზუ­ლე­ბაში ჩრდ. აზერბაიჯანის პოლიტ. მოვლენების აღწერასთან ერთად (1571–99), მოცემულია საყურადღებო ცნობები ქართლის მეფის, სიმონ I-ის ბრძო­ლე­ბის შე­სა­ხებ ოსმალთა წინააღმდეგ.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. მაისურაძე