იობელისი, რქისაგან დამზადებული ძველი ჩასაბერი საკრავი. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით „საყვირია მოკეცილი". მოიხსენიება „დაბადების" ქართ. თარგმანში. სტვირსა და ქნარზე დამკვრელთა წარმომავლობას კაენის შთამომავალ იუბალს უკავშირებენ. შესაძლოა, „ნესტუნი იობელისნი" იუბალისეულ ჩასაბერ საკრავებს აღნიშნავდეს.
ლიტ.: შ ო შ ი ა შ ვ ი ლ ი ე., ბუკი, «ახალგაზრდა ეთნო-მუსიკოლოგთა კონფერენციის მასალები», თბ., 2014; ჩ ი ჯ ა ვ ა ძ ე ო., საკრავები ძველ საქართველოში, თბ., 2009.
ნ. კალანდაძე