იობი, ბიბლიური პერსონაჟი. ეშმაკის შთაგონებით ღმერთმა ღვთისმოსავ ი-ს გამოსაცდელად მრავალი სატანჯველი მოუვლინა, საბოლოოდ კი მოთმინებისათვის უხვად დააჯილდოვა.
ი-ის სახელით ცნობილი ბიბლ. წიგნის ავტორის ვინაობა გაურკვეველია. ჟანრობრივად ეს წიგნი განეკუთვნება ძვ. აღმოსავლეთში გავრცელებულ „სიბრძნის ლიტერატურას". შედგენილია დაახლ. ძვ. წ. V ს-ში. თხრობითი ნაწილი დაწერილია პროზად, დიალოგი ი-სა და მის მეგობრებს შორის პოეტური ფორმისაა. უძველესი ქართ. თარგმანი შემონახულია ოშკის ბიბლიაში (978).
ლიტ.: B e n t z e n A., Introduction to the Old Testament, Cph., 1962.
მ. შანიძე