იოვანე, VIII ს. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისმთავრის, არჩილის ძე.
„მატიანე ქართლისაჲს" ცნობით, მამის მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ ი. დას. საქართველოში გადავიდა და დაეუფლა ეგრისს, სვანეთს, თაკვერს, არგვეთს და გურიას, რ-ებიც, ჯუანშერის ცნობით, მირის სიკვდილის შემდეგ არჩილს დარჩენია საუხუცესოდ.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ა. ბოგვერაძე