იოვანე მელი

იოვანე მელი, XI ს. ქარ­თვე­ლი კალიგრაფი. მისი გა­და­წე­რი­ლია წმინდანთა ცხოვრების ­კრებული, რ-იც ექვთიმე მთაწმიდელის თარგმა­ნებს შეიცავს. წიგნი (341 ფურ­ცელი, 24,3 სმ × 18,0 სმ), ეტრატ­ზე კუთხოვანი, საკმაოდ ­მსხვილ­ხაზოვანი ნუსხურით ერთ სვეტადაა ნაწერი. საზედაო ასოები, ყოველი თხზუ­ლების პირველი სტრიქონი და თავსამკაული შინდის­ფერი მელნითაა შესრულებული. წიგნის მთელი გაფორმება ი. მ-ს ეკუთვნის. მორთულობა მარტივი და უპრეტენზიოა. ტექსტისა და სამკაულების შესრულება კალიგრაფის მაღალ პროფ. დონეს მოწმობს.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქარ­თვე­ლი ოსტატები, თბ., 1967.