იოვანე ფუკარალისძე

იოვანე ფუკარალისძე, XII ს. II ნახ. ქარ­თვე­ლი კალიგრაფი, მნათე, ე. წ. ტბეთის მეორე ოთხთავისა და წყა­როსთავის სახარების ერთ-ერთი გადამწერი. მოღვაწეობდა სამხრ. სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ტბეთის ოთხთავი გა­და­წე­რი­ლია გიორგი III-ის მეფობაში, ტბეთის ეპის­კოპო­ს პავლე მტბევარის დაკვეთით, 1161 წლის ახლო ხანებში. ი. ფ-ის წიგნის ბოლო ნაწილი (279–318 ფურცლები) გადაუწერია, რ-იც ზანდუკს (სარჩევს) შეიცავს.

წყაროსთავის სახარება (25,1 სმ × 17,9 სმ) 1195 გა­და­წე­რი­ლია იოანე საფარელ-მტბევარის ბრძა­ნებით. გადაწერაში ვინმე გიორგი სეთაჲსძეც მონაწილეობდა. წიგნში ჩართული მახარებელთა გამოსახულებები სხვა ავტორის შესრულებულია. სახარება ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულ ვერცხლის ჭედურ ყდაშია ჩასმული. ორივე კალიგრაფის ხელი ჰგავს ტბეთის ოთხთავის იოვანესეულ ნაწილს და მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ძნელია. სახარების ტექს­ტი „კლასიკური" ნუსხურით ორ სვეტადაა გა­და­წე­რი­ლი, ხელი ზომიერადაა დახრილი, ასოები მკაფიოა, ნაწერი – მშვიდი.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქარ­თვე­ლი ოსტატები, თბ., 1967; Такайшвили Е. С., Тбетское четвероевангелие XII века, «Материалы по археологии Кавказа», т.12, М., 1909.