იორამაშვილი სოსო (იოსებ) მაქსიმეს ძე (13. I. 1905, სოფ. დირბი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 11. IX. 1965, თბილისი), მწერალი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1936). წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებსა თუ გამომცემლობებში.
1942–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. არმიიდან დაბრუნების (1946) შემდეგ შეუდგა ლიტ. მოღვაწეობას. მისი მოთხრობების პირველი კრებ. „ვერხვის ჭალაში" გამოქვეყნდა 1954.
ი-ის ნაწარმოებების ძირითადი თემაა სოფელი, ნადირობა. იგი სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი პიონერია საქართველოში („კარავი მტკვრის პირას", 1959). ავტორია მოთხრ. კრებულებისა: „ნაცნობი სახე" (1956), „უცნაური შეხვედრა" (1968), „ჯაბა ელიაური" (1962), „კოჭლი კაკაბი" (1964), „მოთხრობები" (1965), „გაღმა ვენახი" (1967), „წითელი ვაშლის საიდუმლოება" (1977) და სხვ. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას (მათე ზალკა, "გენერალი", 1941 და სხვ.).
ლიტ.: ნ ა ნ ი ტ ა შ ვ ი ლ ი თ., ლიტერატურის აღმზრდელობითი დანიშნულება, გაზ. «თბილისი», 1967, 20. XII; ნ ა ტ რ ო შ ვ ი ლ ი გ., მწერლის ცოცხალი სახეები, გაზ. «ლიტერატურული საქართველო», 1985, 4. X. N40.