იოსებ არღუთინსკი

იოსებ არღუთინსკი (ლათ. Josephus Genesios), X ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი. მან იმპ. კონსტანტინე VII პორფიროგენეტის დავალებით 945–959 დაწერა საისტორიო შრომა „მეფობანი", რ-იც ოთხი წიგნისაგან შედგება და მოიცავს 813–867 წლების ისტორიას. იგი საკმაოდ ტენდენციურადაა და­წე­რი­ლი, მეოთხე წიგნს დამატების სახით დართული აქვს ბასილ I-ის მეფობის ისტორია.

ი. ა. სარგებლობდა როგორც წერილობითი, ისე ზეპირი წყა­რო­ე­ბით. ამ უკანასკნელთ ის უკრიტიკოდ ეპყრობოდა და თავის „ისტორიაში" შეჰქონდა ხალხში გავრცელებული ყოველგვარი ჭორები ხატისმებრძოლ კეისართა შე­სა­ხებ. II წიგნში მოთხრობილია თომა სლავის აჯანყების ამბავი, რ-შიც სხვა ტომებთან ერთად მონაწილეობდნენ იბერები, აბაზგები და ლაზები.

წყა­რო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ.4, ნაკვ. 2, თბ., 1952.

ლიტ.: ყ ა უ ხ ჩ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ს., ბიზანტიური ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.