იოსებ მიტროპოლიტი

იოსებ მიტროპოლიტი, ერისკაცობაში – გიორგი მილენის ძე კიკვაძე(დ. 17. IX. 1959, სოფ. ზედა ფარცხმა, ახლანდ. ჩოხატაუ­რის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პი­რი. საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილ. ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. 1985–90 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში.

1990 საფარის მამათა მონასტერში მორჩილად აკურთხეს. იმავე წელს თბილ. სას. აკადემიაში ჩაირიცხა. 1991 წ. 16 მაისს სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქ­მა ილია II-მ სვეტიცხოველში ი. მ. ბერად აღკვეცა, 1991 წ. 23 მაისს კი ­დავითგა­რეჯის მონასტერში დიაკვნად, ხოლო 1991 წ. 3 ნოემბერს მღვდელ-მონაზვნად აკურთხა და სვეტიცხოვლისა და წმ. ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად განაწესა.

1992–93 ი. მ. მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. 1993 ილია II-ის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტის პატივი მიე­ნი­ჭა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1995 წ. 7 აპრილს, წმ. სინოდის განჩინებით, ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად. მისი ღვაწლით ეპარქიაში არაერთი ეკლესია ამოქმედდა. 2000 წ. 28 ნოემბერს ი. მ-ს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წ. 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი ებოძა.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენით (2007).