იოხელესი ალექსანდრე ლევის ძე

იოხელესი ალექსანდრე ლევის ძე (27. II. 1912, მოსკოვი,– 19.VI.1978, იქვე), პიანისტი და პედაგოგი.

1932 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (პედაგოგი – კ. იგუმნოვი). მუსიკოს-შემსრულებელთა I საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1933, II პრემია).

იყო მოსკოვისა (1935–42) და თბილისის (1946– 52) კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1952). თბილ. კონსერვატორიაში აღზარდა მრავალი პიანისტი, მ.შ. მ. ჭავჭანიძე, ც. კარგარეთელი, ვ. თუმანი­შვილი, ლ. შინჯია­შვი­ლი, ლ. სანიკიძე, ი. ბახტაძე, ე. დვალი, ო. მე­ლიქ-ფარსადანოვა და სხვ. ი-მა პირველმა შეასრულა ო. თაქთაქი­­შვი­ლის, ო. გორდელის და სხვათა საფორტეპიანო კონცერტები. 1952-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მოსკოვის გნესინების სახ. პედ. ინ-ტის პედაგოგი, 1965–73 – საფორტეპიანო კა­თედ­რის გამგე. 1943–58 უკრავდა კამერულ ტრიოში მ. ზატულოვსკაიასთან (ვიოლინო) და პ. ცაომიკთან (ჩელო) ერთად.

გ. ტორაძე