ირემაძე გიგლა აკაკის ძე

ირემაძე გიგლა აკაკის ძე (19. IV. 1960, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 13. VIII. 2004, თბილისი), გენერალ-მაიორი (2001), ვიცე-ადმირალი (2003), ადმირალი (2004, სიკვდილის შემდეგ).

დაამთავრა სა­ქართვ. თავდაცვის სამინისტროს სამხ. აკადემია (1997), უკრაინის სამხ. აკადემია (2000), საბერძნე­თის საზღვაო ომის კოლეჯი (2004). სახმელეთო ჯა­რების დაზვერვის უფროსი (1997). 1997–98 იყო საზღვაო ქვეითი ბატალიონის მეთაური, 1998–2001 – სამხ.-­საზღვ. ფლოტის სარდლის მოად­გილე სა­ნაპირო დაცვაში, 2001–04 სა­ქართვ. თავდაცვის სამინისტროს საზღვაო თავდაცვის ძალების უფროსი.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (1997) და II ხარისხის ორდენებით (2002).

ლ. დოლიძე