ირიგაცია (ლათ. irrigatio – მორწყვა, შესხურება), 1. მ ე დ ი ც ი ნ ა შ ი – სამკურნალო პროცედურა, ანთებითი ქსოვილის მოსხურება წყლის ან სამკურნალო სითხის ნაკადით. ფართოდ იყენებენ ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში და სხვ. ი-თვის დანიშნულ ცისტოკოპებსა და ურეთროსკოპებს საირიგაციო ხელსაწყოებს (იარაღებს) უწოდებენ; 2. სოფლის მეურნეობაში – ნაკლებტენიან მიწაზე წყლის სისტემის გაყვანა, რაც ზრდის ნიადაგის ფესვთსამყოფელ შრეში ტენის მარაგს. მელიორაციის ერთერთი სახე. იხ. აგრეთვე რწყვა.