ირითი, მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) აუზში. ი. მყინვარ ტვიბერს უერთდება მარჯვ. მხრიდან 2750 მ სიმაღლეზე. მყინვარი კარული ტიპისაა. სიგრძე 2,5 კმ, ფართ. 2,6 კმ². ფირნის ხაზი ზ. დ. 3110 მ.
რ. შენგელია