ირმოლოგიონი

­ირმოლოგიონი, ჰიმნოგრაფიული კრებული, რ-შიც თავმოყრილია 8 ხმის გალობათა ძლისპირები, ანუ ირმოსები. ­ბერძნ. ი-ისგან განსხვავებით, ქართ. ი-ში გალობათა ძლისპირებთან ერთად შესულია მათი შესაბამისი „ღმრთისმშობლისას" ტროპარები. სწორედ ამი­ტომ ი-ის ქართ. ­შესატყვისია „ძლის­პირნი და ღმრთის­მშობლისანი".

გამოც.: ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1971.

ლ. ჯღამაია