ისა შიხის ძე

ისა შიხის ძე, ისა იბნ - აშ შეიხ - ა შ - შაიბანი, ­თბილისის ამირა 870, შაიბანიანთა „სახლის" მეორე ამირა.

დანიშნა ხალიფა ალ-მუთამიდმა ამირა მუჰამედის ნაცვლად. ი. შ. ძ-ის ამირობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ის მალე გაიწვიეს და მის მაგივრად დანიშნეს ამირა აბრაჰამი.

წყა­რო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.