ისიდორე სამთავნელი

ისიდორე სამთავნელი, ეზდერიოს ს ა მ თ ა ვ ნ ე ლ ი, საეკ­ლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასუ­რელი მამა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ – ქართლში. მდ. ლეხურის აღმ-ით, სამთავისის სანახებში, დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ­მონასტე­რი (დაკრძალულია იქვე). ი. ს-ის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზუ­ლე­ბა არ შემორჩე­ნილა. მის შე­სა­ხებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში. სა­ქართვ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდმა 2005 ი. ს-ის ხსენების დღედ 12 (25) ივნისი დაადგინა.

წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლი­ტე­რა­ტუ­რის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 3–4, თბ., 1968–71.

ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ს. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003.

ბ. ლომინაძე