ისპიანი

ისპიანი, სოფელი ისტორიულ-გეო­გრაფიულ რეგიონში – დმანისხევში (ამჟამად ნასოფლარია); მდებარეობს მდ. მაშავრის მარჯვენა მხარეს კაზრეთის ხევში და მიეკუთვნება ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

ი-ში არის სამონასტრო კომპლექ­სი, ისპიანის სამება, რ-საც გალავანშემოვლებული ნასახლარე­ბი ახლავს. მთავარი ტაძარი XIII ს. I მეოთხედს შორის არის აგებული.

შემორჩე­ნილია მოხატულობის კვალი. ად­რე იყო ბოლნელი ეპისკოპოსის, ნიკოლოზის წარ­წერაც. ი. საბარათიანოში შედიოდა და მთელი კაზრეთის ხეობასთან ერთად ეკუთვნოდა ზურაბიშვილთა შტოს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენი­შვი­ლის რედ., თბ., 1941.

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე  ვ., კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი, «ძეგლის მეგობარი», 1970, N20; თ ა ყ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  ე., სომხით-საორბელოს ძეგ­ლე­ბის წარწერები, «თსუ შრომები», 1953, ტ. 43.

დ. ბერძენი­შვი­ლი