ისტორიული ლექსი, ქართული ზეპირსიტყვიერების ჟანრი, ისტ. მოვლენებისა და მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ხალხური ლექსი.
ი. ლ-ის ყველაზე ადრინდელი ნიმუშები ეძღვნება ვახტანგ გორგასალს და V–VI სს. თარიღდება. ცნობილია ლექსები კონსტანტინე არსაკიძის, თამარ მეფის, რუსუდან მეფის, ერეკლე II-ისა და სხვათა შესახებ. ასევე პოპულარულია ქართ. ხალხ. პოეზიაში ბახტრიონის აღების, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლების, 1804, 1812 სახალხო აჯანყებების, 1905–07 რევოლუციის თემატიკა და სხვ.
ი. ლ-ებში აისახა ქართვ. ერის ისტორია, მისი ბრძოლა დამპყრობლებთან, ასევე ქართველთა საგმირო საქმენი.
ლიტ.: სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949; ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ქ. სიხარულიძის გამოც., ტ. 1–3, თბ., 1961–67.