ისუნდერი, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 740 მ, ცაგერიდან 17 კმ. 94 მცხ. (2014).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. შემორჩენილია ციხესიმაგრე, რ-იც, სავარაუდოდ, ადრინდ. ფეოდ. ხანაშია აგებული.