იულიუს კაპიტოლინუსი (Julius Kapitolinus), III–IV სს. მიჯნის ბიზანტიელი ავტორი. იმპ. ანტონინუს პიუსის (138–161) ბიოგრაფიის შემდგენელი.
მის თხზულებაში აღწერილია იბერთა მეფის, ფარსმან II-ის სტუმრობა რომში ვაჟითა და მეუღლითურთ. ი. კ. აღნიშნავს, რომ ანტონინუსმა „ლაზებს მისცა მეფედ პაკორი" ე. ი. ბაკური (სავარაუდოა, რომ აქ ლაპარაკია მმართველის დანიშვნაზე ქვეშევრდომ ქვეყანაში). ი. კ-ის მიხედვით იბერები იმ ხალხთა შორის იყვნენ, რ-თაც სასანიანთა შაჰის, შაპურ I-ის (242–273) მიერ იმპ. ვალერიანეს (253–260) დატყვევების შემდეგ რომაელებს აღუთქვეს დახმარება იმპერატორის ტყვეობიდან დახსნაში.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.