იუსეფ გურჯი

იუსეფ გურჯი (დ. წ. უცნობია, – დაახლ. 1871), ირანელი პოეტი, წარმოშობით ქართველი.

7 წლისა „ისლამის სჯულისათვის მებრძოლმა" მუსლიმმა ტყვედ წაიყვანა სა­ქარ­თვე­ლოდან, ისლამის სჯულზე მოაქცია და ცნობილ ლიტერატორს მაჰმუდ მირზა ყაჯარს ფეშქაშად მიართვა.

ი. გ. წერდა კასიდებს, რობაიებს, ღაზალებს, მარსიებს (ელეგია). ავტორია დივანისა, რ-იც 540 ბეითს შეიცავს. დივანი მუჰამედ ალ-ყაზვინის გადაუწერია ჰიჯრის 1297 (1879), რ-იც ირანის მეჯლისის ხელნაწერთა საცავში ინახება. ი. გ-ის 5 ბეითი შეტანილია ირან. პოეტთა ცნობილ მიმოხილვაში „თეზქერეიე დელგოშა". რამდენიმე ბეითი მაჰმუდ მირზა ყაჯარმაც შეიტანა თავის თეზქერეში („საფინათ ალ-მაჰმუდ"). მისივე ცნობით, ი. გ-ს 3000 ბეითი ჰქონდა (თეზქერეს შედგენის დროისათვის) შექმნილი.

თხზ.: [წიგნში] თ ო დ უ ა  მ., ქართულ-სპარსული ეტიუდები, [წგ.] 1, თბ., 1971.