იუსუფ II ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1680–90 ან 1703. იგი, წინაპართა მსგავსად, ოსმალურ ყაიდაზე მართავდა ქვეყანას, ერეოდა იმერეთისა და ქართლის სამეფოს საქმეებში და საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა საქმეს „აგვარებდა" ოსმ. სულთნის კარზე. სულთან მეჰმედ IV-თან იმერეთის დიდებულებისა და ქართლის მეფის, გიორგი XI-ის შუამდგომლობის შემდეგ 1683 ი. II-მ იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV-ის ვაჟი ალექსანდრე IV დასვა. 1685 ი. II-მ ღალატით მოაკვლევინა ქაიხოსრო გურიელი და გურიელად მისი ძე, მამია დასვა.
ი. II-ის გარდაცვალების თარიღად ქართულ წყაროებში 1690 სახელდება, თურქულ ისტორიოგრაფიაში კი მითითებულია 1703.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; ჩ ო ჩ ი ე ვ ი ვ., სამცხე-საათაბაგო მე-17 საუკუნის მეორე მეოთხედში, «თსუ შრომები», 1958, ტ. 6.
ც. აბულაძე