იფქლი, საშემოდგომო ხორბლის ადგილობრივი ჯიში. აქვს თითისტარისებრი ან ცილინდრული თავთავი, ნახევარრქისებრი მარცვალი. 1000 მარცვლის მასაა 35–40 გ.
გავრცელებული იყო ამბროლაურის, ონისა და ცაგერის რ-ნებში (ახლანდ. მუნიციპალიტეტები).
იხ. აგრეთვე რბილი ხორბალი.