იქთიოფთირიუსი

იქთიოფთირიუსი (Ichthyophthirius multifiliis), უმარტივესი ერთუჯრედიანი ინფუზორია პარაზიტი. აქვს მომრგვალო, კვერცხისებრი, 0,5–1 მმ დიამეტრის ­წამწამებით დაფარული სხეული. ­მრავლდება მიტოზით. ინფუზორიის ზრდასრული ფორმა ლოკალიზდება თევზის კანის ეპითელიუმის ქვეშ, სადაც მისივე ქსოვილით იკვებება. ფსკერ­ზე მასპინძელ ორგანიზმს გარედან ემაგრება, გარდაიქმნება ცისტად, რ-შიც იწყება უჯრედის დაყოფა. ერთი ზრდასრული უჯრედიდან დღე-ღამეში წარმოიქმნება ორი ათასამდე ახალი უჯრედი. ახალგაზრდა ინფუზორიები წყალში გადაადგილდებიან მასპინძელი ორგანიზმის მოსაძებნად. ის ინფუზორიები, რ-ებიც მასპინძელს ვერ პოულობენ, 2–3 დღეში იღუპები­ან. ინფუზორია პარაზიტობს თევზის ფარფლებზე, კანის ეპითელიუმზე, ლაყუჩებზე. რამდენიმე დღეში იგი იზრდება 1 მმ-მდე და შეუიარაღებელი თვალით ჩანს თეთრი წერტილების სახით. ი. თევზის კანზე წარმოქმნის წყლულებს. სრული ციკლი გრძელდება 7–10 დღეს. ი. განსაკუთრებით სახიფათოა დახურულ წყალსატევებსა და აკვარიუმში, სადაც თევზების მასობრივ დაღუპვას იწვევს.