იშხანიკი

იშხანიკი, ჰერეთის მეფე დაახლ. 943 – X ს. 60-იან წლებში, ადარნასე პატრიკის ძე. ი-ის თანამმართველი იყო დედამისი, დინარ დედოფალი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი. იბნ ჰაუკალის თხზულების მიხედვით, ი-ის მეფობის დროს ჰერეთი დეილამის მთავრების – სალარიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. X ს. 50-იან წლებში ი-მა ისარგებლა სალარიდების სახელმწიფოში ამტყდარი შინაფეოდ. ომებით და ხარკის მიცემა შეწყვიტა.

ქართ. წყა­რო­ე­ბის მიხედვით, ი-ის მეფობის დროს ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა და აღიარა ქალკედონური მრწამსი. ეს ფაქტი იმას მოასწავებდა, რომ ჰერეთის პოლიტ. ორიენტაცია მიმართული იყო ქართლისაკენ.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქართლის ცხოვ­რება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: პ ა პ უ ა ­შ ვ ი ­ლ ი  თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

თ. პაპუა­შვი­ლი