იწა, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთის ძირას, მდ. კრიხულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ი., ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, ქვემო კრიხი, შუა კრიხი). ზ. დ. 640 მ, ამბროლაურიდან 1 კმ. 64 მცხ. (2014).
სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV ს-ში.