იხვები

იხვები, ნამდვილი იხვები (Anatinae), ბატისნაირთა რიგის ფრინველთა, იხვისებრთა ­ოჯახის ქვეოჯახი. მოიცავს 31 გვარს. ფარ­თოდ არის გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. ი. იყოფა 4 ტრიბად: ნამდვილი ი., ყვინთიები, ბატასინები და თეთრთავა ი. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ ი-ს გემრიელი ხორცი აქვთ. მასა მერყეობს 250-იდან 2000 გრ-მდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო უხარისხოა.

ი. მიმომფრენი ფრინველებია. სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 გვარის 22 სახე­ობაა, რ-თა უმრავლესობა აქ მიმოფრენისას და ზამთრის პერიოდში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევის ნაპირზე.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი მობუდარი ი-იდან აღსანიშნავია წითელი იხვი (Tadorna ferruginea), რუხი იხვი (Anas strepera), გარეული იხვი (Anas platyrhynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufina), შავი გარიელი (Melanitta fusca). შესაძლო მობუდრებად ითვლებიან ამლაყი იხვი (Tadorna tadorna), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), ქოჩორა ყურყუმელა (Aythya fuligula). გადაფრენისას და ზამთარში გვხვდება ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta), ფართონისკარტა იხვი (Anas clypeata), ჭიკვარა (Anas crecca), იხვინჯა (Anas querquedula), თეთრთვალა ყვინთია (Aythya nyroca), ­ზღვის ყვინთია (Aythya marila), ჩვეულებრივი კოკონა (Bucephala clangula), მეზღვია იხვი (Clangula hyemalis), შავი ყურყუმელა (Melanitta nigra), მცი­რე ბატასინი (Mergus albellus), დიდი ბატასინი (Mergus merganser), გრძელნისკარტა ბატასინი (Mergus serrator), წითელნისკარტა იხვი (Netta rufina), თეთრთავა იხვი (Oxyura leucocephala), ჩვეულებრივი სუსხუნი (Somateria mollis), მარმარილოსებრი იხვინჯა (Marmaronetta angustirostris).

სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში შეტანილია მარმარილოსებრი იხვინჯა, შავი გარიელი, თეთრთავა იხვი და წითელი იხვი.

ადგილობრივი იხვი (ფრინ­­ ველი იხვისებრთა ­ოჯახიდან) წარ­მოშობილია გარეული იხვისაგან. დედლისა და მამლის ფერი განსხვავებულია. დედლები შემოსილი არიან რუხი ბუმბულით. მამლებს თავი და კისრის წინა ნაწილი მწვანე ბუმბულით აქვთ დაფარული. მკერდი და ზურგი – წაბლისფერით, მათ შორის თეთრი ფერის რკალია. კუდის ბუმბულები მოშავო-მომწვანოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გავრცელებული ად­გილობრივი იხვი დაბალპროდუქტიული მეკვერცხული მიმართულების ჯიშია. ცოცხალი მასა – 1–1,5 კგ. კვერცხმდებლობა წელიწადში – 40–50 ც. სწრაფად იზრდება, ­მოვლა-პატრონობის მხრივ ნაკლებმომთხოვნია, საკვებს ადვილად მოიპოვებს, კარგადაა შეგუებული ადგილობრივ პირობებ­თან.

ა. ბუხნიკა­შვი­ლი

ა. ჩაგელი­შვი­ლი