იხტილა

იხტილა (ყოფ. ღ რ ტ ი ლ ა), სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალ­ქალაქის პლატოზე. ზ. დ. 1720 მ, ახალქალაქიდან 22 კმ. 978 მცხ. (2014).

სოფელში დგას 1308 წელს აგებული წმ. სტეფანეს ეკლესია.

ი-ის მიდამოებში, სოფ. სამსრისაკენ მიმავალ გზასთან ახლოს, მეღვრეკისად წოდებულ ადგილზე, დგას განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია.