იჯარეთი

იჯარეთი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის გორგულის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვის­წყლის ­მარცხ. შენაკადი) ­მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1290 მ, ადიგენიდან 3 კმ, ახალ­ციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 33 კმ. 262 მცხ. (2014).

სოფელში არის განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული სამონასტრო კომპ­ლექ­სი, რ-შიც შედის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობები.