კაბერნე

კაბერნე

კაბერნე, ფრანგული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფი. XIX ს. დასაწყისში 2 ჯიში – კ. სოვინიონი და კ. ფრანი შეიტანეს ყირიმში, საიდანაც გავრცელდა რუს. იმპერიის სხვა რეგიონებში, მ. შ. საქართველოში.

საქართველოში დარაიონებულია და სამრეწვ. მნიშვნელობა აქვს კ. სოვინიონს. ამ ჯიშისგან კახეთში (თელავი) მზადდება მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინო „თელიანი".

ვ. გოცირიძე