იაჟუჟუნა

იაჟუჟუნა

იაჟუჟუნა, სამფეროვანი ია (Viola tricolor), ერთ და ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის სახეობა იისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდ იყენებენ ისეთ ფორმებსა და ჯიშებს, რ-ებსაც სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები აქვთ, აგრეთვე ი-სა და სხვა იების რთულ ჰიბრიდებს. გააჩნია ძალიან დატოტვილი, ბოჭკოებით მდიდარი ფესვთა სისტემა. ნაყოფი წარმოადგენს სამსაგდულიან კაფსულას, საიდანაც გასკდომისას 1 მმ ზომის უამრავი მოყვითალო-მოყავისფრო თესლი იყრება. იზრდება ქვიშიან, ტორფიან და თიხნარ ნიადაგზე, კარგად იზრდება ნეშომპალიან, ქვიშიან ნიადაგზე საკმარისი ტენიანობის პირობებში.

ლ. ასეიშვილი