იაკუშინი მიხეილ იოსების ძე [2 (15). XI. 1910, მოსკოვი, – 3. II. 1997, იქვე], სპორტსმენი (ფეხბურთელი, ჰოკეისტი, მწვრთნელი), სპორტის დამს. ოსტატი (1940), სსრკ დამს. მწვრთნელი (1957), ბურთით ჰოკეის სსრკ ჩემპიონი (1936) და მეორე პრიზიორი (1950), სსრკ თასის ცხრაგზის მფლობელი (1937–41, 1947–50), სსრკ ჩემპიონი ჰოკეიში შაიბით (1947); ფეხბურთში – სსრკ ჩემპიონი (1935, 1936 გაზაფხული, 1937, 1940), სსრკ თასის მფლობელი (1937).
სამწვრთნელო კარიერა დაიწყო მოსკ. დინამოში (1944–50), რ-მაც მისი ხელმძღვანელობით 1945 ნოემბერში წარმატებული ტურნე მოაწყო ინგლისში. რეკორდსმენი მწვრთნელის რანგში სსრკ ჩემპიონობით (1945, 1949, 1954, 1957, 1959), სსრკ თასის მფლობელი (1953), სსრკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი (1967–68), თბილისის „დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი (1950–53, 1962–1964 აპრილამდე, 1974–75).
მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდი პირველად გახდა სსრკ ჩემპიონი (1964). მისივე ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრებმა წარმატებით გაიარა ევრ. ჩემპიონატის შესარჩევი ტური (1959), ასევე ევრ. ჩემპიონატზე დაიკავა მეოთხე ადგილი (1968).
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.