იელი

იელი

იელი (Rhododendron luteum), ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენდრონის გვარისა. სიმაღლე 2 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, წინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები. გავრცელებულია ­ცენტრ. და აღმ. ევროპაში, ბალკანეთსა და მცი­რე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში.

ი. თითქმის მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდე­ბა, უფრო მეტად კი – დასავლეთში. იზრდება ­ზღვის დონიდან 2000 მმდე ქვეტყედ ტყის პირებზე. სუბალ­პურ სარტყელში ­ქმნის ბუჩქნარს – ი ე ლ ი ა ნ ს. ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. დეკორატიულია ყვავილობისას ან შე­მოდგო­მაზე თავისი კაშკაშა წითლად შეფერილი ფოთლების გამო. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია ი-ის მრა­ვა­ლი ჰიბრიდული ჯიში.

მ. სახოკია