იზაბელა

იზაბელა

იზაბელა, ვაზის ამერიკული ჯიში. ბუნებრივი ჰიბრიდია. ძირითადად გავრცელებულია დას. საქარ­თვე­ლოს ტენიან რ-ნებში (ე. წ. ადესა"), აზერბაიჯანში, კრასნოდარის მხა­რეში, ყირიმში და სხვა. კარგად უძლებს ფილოქსერასა და სოკოვან დაავადებებს (მილდიუმი, ოიდიუმი). ნაყოფი შავია, აქვს სპეციფ. გემო, მწიფს მოგვიანებით. იყენებენ საჭმელად და მეღვინეობაში ად­გილ. მოხმარებისათვის.