იისფერი ქსილოკოპა

იისფერი ქსილოკოპა

იისფერი ქსილოკოპა (Xylocopa violacea), ნეოგენური პერიოდის რელიქტი, ფუტკრების ტროპიკული ჯგუფის წარმომადგენელი. დედალი სიგრძით 20–23 მმ-ია, სხეული შავია მეტალისფერ-იისფერი ბზინვარებით, რ-იც დაფარულია შავი ბუსუსებით. თავი მკერდზე ვიწრო აქვს, ულვაშები – შავი, ქვემოდან ჟღალი შეფერილობის, ბოლოში მოღუნული. ულვაშის მე-2 ნაწევარი ტოლია მომდევნო სამი ნაწევრისა, ფეხები შავი აქვს, ფრთები – მურა, ლურჯ-იისფრად შეფერილი. მამალი სიგრძით 20– 22 მმ-ია, ძალიან ჰგავს დედალს.

სახეობა ავტოქტონური ხმელთაშუა­ზღვისეული წარმოშობისაა. მისი გავრცელების ჩრდ. საზღვარი გადის სამხრ.-დასავლეთ მხა­რეს (დას. კარპატები, სამხრ. ოდესის ოლქი). გვხვდე­ბა ასევე ყირიმში, ჩრდ. კავკასიაში, დას. და სამხრ. კასპიისპირა სა­ნა­პი­რო­ზე, ­ცენტრ. აზიაში, ევროპაში (საფრანგეთი, დას. გერმანია), ამიერკავკასიაში. გვხვდე­ბა ტყის პირებზე, მინდვრებზე, ველებსა და გაველიანე­ბული ხევების ფერდობებზე. ბუდეს იკეთებს ხის მკვდარ, ხმელ მერქანში, სადაც აკეთებს სხვა­და­სხვა გასასვლელებსა და საკნებს. მერქანს ღრღნის თავისი ­მძლავრი ყბებით. იკვებება ­ყვავილის ­მტვრით, ნექტრით. მოზრდილი მატლები იზამთრებენ ხის ­მკვდარ მერქანში. მაისში გამოდის ­ზრდასრული იმაგო, რ-იც მთელი წლის განმავლობაში ფრენს.

პოლიტროფია. ძირითადად ეტანება პარკოსნების ­(Papilionaceae) ოჯა­ხის ყვავილებს, რ-თაც ამტვერიანებს (ბუნებაში ამ ­სახეობის დასაცავად, კერძოდ, მისი გავრცელების ადგილებში უნდა შენარჩუნდეს ნაწილობრივ გამხმა­რი ხეები მისი ბუდის მოსაწყობად და შთამომავლობის გასაზრდელად). სა­ქარ­თვე­ლო­ში გავრცელებულია მცი­რე კავკასიონ­ზე (მესხეთ-ჯა­ვა­ხეთი). რიცხობრივად შემცი­რებადი სახეობაა.

ი. სხირტლაძე