იმედაძე ირაკლი ვლადლენის ძე (დ. 2. I. 1952, თბილისი), ფსიქოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (2009). ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (2001).
დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1973). თსუ-ის პროფესორი (2015). არის საქართვ. განათლების მეცნ. აკად. და საქართვ. ფილოს. მეცნ. აკად. წევრი. წლების განმავლობაში მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში. ხელმძღვანელობდა განწყობის ფსიქოლ. ლაბორატორიას (1985–89), ზოგადი ფსიქოლ. განყ-ბას (1989–90), ფსიქოლ. ისტ. ლაბორატორიას (1990–2006); იყო ფსიქოლ. ინ-ტის დირექტორი (2006–12), საქართვ. ფსიქოლ. საზ-ბის პრეზიდენტი (1991-იდან). დ. უზნაძის პრემიის ლაურეატი (2005).
ი-ის შრომები ეხება თეორ. ფსიქოლ. სხვადასხვა საკითხებს: განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოლ. ისტორიისა და მეთოდოლოგიის, ქცევის, მოტივაციის, პიროვნებისა და განვითარების ფსიქოლ. სფეროდან. მასვე ეკუთვნის ქცევის პოლიმოტივაციის ორიგინ. მოდელი. გამოთქმული აქვს მნიშვნელოვანი მოსაზრებები განწყობის ზოგადფსიქოლ. თეორიის ანალიზისა და განვითარების შესახებ. გამოკვლეული აქვს მსოფლიო ფსიქოლ. აზრის განვითარების ისტორია. ი-ს ეკუთვნის რამდენიმე სახელმძღვანელო, რ-ებითაც მიმდინარეობს სწავლება საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებში.
თხზ.: ფსიქოლოგიის შესავალი, თბ., 2001 (თანაავტ.); XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები, თბ., 2004; ფსიქოლოგიის ისტორია, თბ., 2008; ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბ., 2005, 2011; გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში, თბ., 2013; ფსიქოლოგიის ისტორია: ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე, თბ., 2014; Категория поведения в теории установки, Тб., 1991; Uznadze’s scientific body of work and problems of general psychology, «Journal of Russian and East European Psychology», 2009, vol.47.