იმერლიშვილი უშანგი მიხეილის ძე (დ. 11. VI. 1943, თბილისი), მხატვარი. საქართველოს დამს. მხატვარი (1985), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიისა (1995) და მ. აბაშიძის პრემიის ლაურეატი (1996).
დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1970). 1970–72 მუშაობდა მესხეთის თეატრის მთ. მხატვრად. 1974 რუსთაველის თეატრში გააფორმა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი" (მ. შველიძესთან ერთად).
1979–93 ი. მუს. თეატრის მთ. მხატვარი იყო, სადაც გააფორმა სპექტაკლები: კ. გოგიაშვილისა და მ. ჩირინაშვილის „ძველი თბილისის სურათები", გ. ნახუცრი შვილის „ნაცარქექია" და სხვ.; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში – ფ. დიურენმატის „მილიონერის ვიზიტი", ლ. გოთუას „გმირთა ვარამი", კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია".
1979 პოლონეთის ქ. ლოძის მუს. თეატრში გააფორმა ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" (რეჟ. გ. მელივა), რ-იც წლის საუკეთესო სპექტაკლად იქნა მიჩნეული.
1984-იდან თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარია. გააფორმა სპექტაკლები: ს. პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული", ჯ. ვერდის „დონ კარლოსი", აგრეთვე „საბალეტო ნოველები" (რეჟ. გ. მელივა, ბალეტმაისტერი გ. ალექსიძე), რ-იც ევრ. რამდენიმე ქვეყანაში იყო წარმოდგენილი.