იმერული ბალიშა ცრუფარიანა

იმერული ბალიშა ცრუფარიანა

იმერული ბალიშა ცრუფარიანა (Neopulvinaria imeretina), მწუწნავი მწე­რი კოქციდების ქვერიგისა. ვაზისა და სხვა მცენარეების მავნებელია. პოლიმორფული ­სახეობაა. ­ზრდასრული, სქესობრივად მომწიფებული დედლის სხეული მოგრძო ოვალურია, სიგრ­ძით 3–11 მმ, ჭრელია, კვერცხის დების პერიოდში გამოყოფს თეთრ საკვერცხე ჩანთას (ოვისაკს).

ი. ბ. ც. სა­ქარ­თველო­ში ვაზის საშიში მავნებელია. ცრუფარიანას მატლები და ახალგაზრდა დედლები ვაზის ფოთლის ზედა და ქვედა მხა­რეს, მტევნის კლერტზე, ყუნწზე, მწვანე ყლორტზე, პწკალზე სახლდებიან; ფოთლები ხმება და ცვივა, ყლორტი და მტევანი არა­ნორ­მა­ლუ­რად ვითარდება, კლერტი ჭკნება და ნა­ყო­ფი ზრდადაუმთავრებელი რჩე­ბა. მწერის ტკბილ, წებოვან გამონაყოფზე საფროფიტი სოკო ვითარდება, რ-იც ვაზის მწვანე ნაწილებს შავი ფიფქით ფარავს და ყურძნის ხარისხს აუარესებს.

ი. ბ. ც. 1955 პირველად აღწერეს სა­ქარ­თვე­ლო­ში (კერძოდ, იმე­რეთში), შემდეგ – საფრანგეთსა და იტალიაში. მის მოსასპობად იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს, რ-ებსაც შე­მო­დგო­მაზე ასხურებენ მცენარეს. კარგ შედეგს იძლე­ვა კვერცხის დების პერიოდში მავნებლის მექანიკური გასრესაც.

ე. აბაშიძე

ზ. ჰაჯიბეილი