ინგოროყვა გიორგი ილიას ძე (დ. 8. XII. 1950, ხაშური), ნეიროქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2002).
1973 დაამთავრა თსსი. 1994–99 იყო ამავე ინ-ტის ნეიროქირურგიის კურსის ხელმძღვანელი, 1999–2007 – აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური რესპ. საავადმყოფოს ნეიროქირურგიის ცენტრის დირექტორი, 2004-იდან – თსსი-ის ნეიროქირურგიის კათედრის გამგე, 2007–09 – თბილ. I საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის ცენტრის დირექტორი; 2009-იდან – შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის" გენ. დირექტორი.
ი. მრავალი სამეცნ. შრომის ავტორია, რ-ებიც ეხება ნეიროქირურგიის აქტუალურ პრობლემებს. არის საქართვ. ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ამერიკის, ევროპის ასოციაციის წევრი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (2012).