ინდურთა, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის (ომალოს) თემში (კახეთის რეგიონი), მდ. თუშეთის ალაზნის ჩრდ-ით. ზ. დ. 2630 მ.
2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.
სოფლის თავზე, კლდოვანი მთის ფერდობზე, დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ხუთსართულიანი კოშკი, მიდამოებში – XVII–XVIII სს. ციხე-სახლი.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.