ინოჩენცი აბდონ ფერდინანდის ძე

ა. ინოჩენცი

ინოჩენცი აბდონ ფერდინანდის ძე (1856, რომი, – 3. XI. 1935, თბილისი), თბილისში მოღვაწე იტალიელი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი. მილანის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული.

1882–84 ცეკვავდა იტალიაში ტურინისა და რომის თეატრებში, მილანის „ლა სკალაში". 1884–87 მოღვაწეობდა კიევში, საქალაქო თეატრში, პარალელურად გახსნა საბალეტო სტუდია. 1887 მოიწვიეს თბილისში. 1894-მდე მუ­შა­ობ­და თბილ. „სახაზინო თეატრში" მთ. ბალეტმაისტე­რად. 1888–1920 ასწავლიდა იმხანად თბილისში ახლადშემოსულ და ძალზე პოპულარულ სამეჯლისო ცეკვებს თითქმის ყველა სასწ. დაწესებულებაში – კადეტთა კორპუსში, წმ. ნინოს კეთილშობილთა სა­სწავ­ლე­ბელ­ში, აგრეთვე ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში. 1891 „სახაზინო თეატრში" შედგა ი-ისა და მისი მეუღლის – მოცეკვავის, პედაგოგისა და ბალეტმაისტერის მ. პერინის ბენეფისი. 1895 მათ ჩამოაყალიბეს „საბალეტო და სამეჯლისო ცეკვების სტუდია", რ-მაც 1930-მდე იარსება. სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.

ლ. ჩხეიძე