იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. დგას ვერის პარკში, ლურჯი მონასტრის გვერდით, სამხრ. მხარეს (ნ. ნიკოლაძის ქუჩის დასაწყისი). ეკლესია აიგო მრევლის მიერ შემოწირული და შეგროვებული თანხით. აშენებდნენ სამოქალაქო პირები: ინჟ. კ. ანტონოვი და მოიჯარე ლ. ბაკისოვი. ეკლესია აკურთხეს 1901 წ. 13 მაისს (ძვ. სტილით).
ეკლესია წარმოადგენს ძვ. რუს. არქიტ. ფორმებისა და ელემენტების სტილიზაციას, რ-იც მაშინდელ რუსეთში შემუშავდა. ი. ღ. ე-ში XX ს. 90-იანი წლებიდან მღვდელთმსახურება ქართ. ენაზეც მიმდინარეობს.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წწ., ტ. 2, თბ., 1963.