იოანე მესვეტე

იოანე მესვეტე

იოანე მესვეტე, XI ს. ქარ­თველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა ჭყონდიდში (მარტვილი). 1031 გადაწერა ჰაგიოგრაფიული კრებული. 1050 მონაწილეობდა მარტვილის ოთხთავის გადაწერაში. ჰაგიოგრაფიული კრებ. (17, 3 სმ × 12,2 სმ, 117 ფურცელი) ნაწერია ყავისფერი მელნით ერთ სვეტად, კუთხოვანი ნუსხურით. ასოები ნუსხურისთვის ძალიან ­მსხვი­ლია. სინგურით ნაწერი სათაურები მთავრულია. წიგნის გაფორმება მარტივი და უპრეტენზიოა. მარტვილის ოთხთავის (29 სმ×19 სმ, ეტრატი) მეორე ნაწილიც (133 ფურცელი) ი. მ-ს ეკუთვნის. ნაწერია ნუსხურით ორ სვეტად, სეპიისფერი მელნით. გადაწერაში ვინმე არსენიც მონაწილეობდა, შესაძლებელია, მოჩუქურთმებული საზედაო ასოები მისი შესრულებული იყოს.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქარ­თვე­ლი ოსტატები, თბ., 1967; შ მ ე რ ლ ი ნ გ ი  რ., ქართულ ხელნაწერთა მორთულობის ნიმუშები (ალბომი), თბ., 1940.

ვ. ბერიძე