იოფე მიხეილ სიმონის ძე

მ. იოფე

იოფე მიხეილ სიმონის ძე (დ. 21. XI. 1925, ხარკოვი, უკრაინა), მსახიობი. სა­ქართვ. სახ. ­არტისტი (1983). თეატრ. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს ხარკოვის ტ. შევჩენკოს სახ. თეატრში. 1966-იდან, 30 წლის განმავლობაში, იყო თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. თეატრის წამყვანი მსახიობი. ი. არის ფართო დიაპაზონის მსახიობი, გარდასახვის დიდოსტატი. მისი სამსახიობო ტექნიკა გამოირჩევა შესრულების რეალისტური მანერით. ი. სა­ქარ­თვე­ლოს მეორე სამშობლოდ თვლის. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტისაფენი (გ. გორინის „ჰეროსტრატეს დავიწყება"), როდიონი (ა. არბუზოვის „ძველმოდური კომედია"), პოლიცმაისტერი (ა. სუხოვო-კობილინის „ტარელკინის სიკვდილი"), იუსოვი (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი"), ბარონი მიუნჰაუზენი (გ. გო­რინის „შემწვარი ბატის გაფრენა") და სხვ.

გადაღებულია ქართ. ფილმებში: „მერცხლები და ბეღურები" (რეჟ. დ. ურუშაძე, 1991), „ომი ყველასათვის ომია" (რეჟ. დ. აბაშიძე, 1990), „წარსული მუდამ ჩვენთანაა" (რეჟ. გ. მგელაძე, 1989), „ორომტრიალი" (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1986) და სხვ. 1964–66 ი-მ ლუგანსკის საოლქო დრამატულ თეატრში დადგა ა. რანეტის „ძე ცდომილი", დ. მედვედენკოს „ქვა გზაზე" და სხვ.

ი. არის სა­ქართვ. თეატრ. საზ-ბის პირველი პრემიის ლაურეატი.