დავით ბოდბელი (ვ ა ჩ ნ ა ძ ე) (გ. 27. VII. 1790), დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1751– 62, 1764-იდან ბოდბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით, საეკლ. მწერალი, მწიგნობარი.
განათლება მიიღო დავითგარეჯის მონასტერში. მისი მასწავლებლები იყვნენ იოსები (ვაჩნაძე) და იოანე (ჯორჯაძე). არაერთი ხელნაწერი წიგნი შემატა მან დავითგარეჯისა და ბოდბის ბ-კებს – ზოგი თვითონ გადაწერა, ზოგი საკუთარი ხარჯით გადააწერინა ან იყიდა.
1790 მხედრულით გადააწერინა „დიდი სჯულის კანონი" და დაურთო რამდენიმე ტერმინის განმარტება.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966.
ბ. ლომინაძე