იორი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. სათავეს იღებს კახეთის ქედის ჩრდ-ით, მწვ. დიდ ბორბალოსთან, ზ. დ. 2800 მ-ზე. აზერბაიჯანის გავლით ერთვის მინგეჩევირის წყალსაცავს.
სიგრძე 320 კმ, აუზის ფართ. 4650 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მიწისქვეშა წყალზე მოდის ჩამონადენის 38,7%, წვიმაზე – 33,3%, თოვლზე – 28,0%. წყალდიდობა იცის მარტ–ივლისში, წყალმოვარდნები – ზაფხულ-შემოდგომაზე, მდგრადი წყალმცირობა – ზამთარში. გაზაფხულზე მოდის წლ. ჩამონადენის 43%, ზაფხულში – 30%, შემოდგომაზე – 16%, ზამთარში –11%. წლ. ჩამონადენია თბილისის წყალსაცავი („თბილისის ზღვა“).
მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რთაგან მთავარია სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრ. არხები.
ი. აფხაზავა