იპოდრომი (ბერძნ. hippodromos ი-ებს საბერძნეთსა და რომში უძველესი დროიდან აგებდნენ. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის" მიხედვით, ძველ კოლხეთში, არესის ველზე, ვრცელი ი. იყო გადაშლილი, სადაც კოლხები გმირების მოსაგონებლად მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ. ი-ის შესახებ ცნობებს გვაწვდიან პროკოფი კესარიელი და იოანე შავთელი.
საქართვ. მრავალ სოფელში გამოყოფილი იყო საგანგებო საცხენოსნო ადგილები. შუა საუკუნეების თბილისის მთავარი ცხენთსარბიელი მდებარეობდა გარეთუბანში, მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე. XIX ს. 40-იან წლებში გაიხსნა დიდუბის ი. აქ ასპარეზობდნენ ცნობილი ქართველი მხედრები: ა. ხაინდრავა, გ. ქიქავა, ა. სურმავა, კ. ყოჩიაშვილი და სხვ. 50-იან წლებში საცხენოსნო შეჯიბრებები ტარდებოდა ვაკის ველზე (ვაკის პარკისა და ლოკომოტივის სტადიონის ტერიტორია).
თბილისის ი. გაიხსნა 1959, მდებარეობდა საბურთალოს რ-ნის (დელისი) შუაგულში, ტყეპარკიანად ეკავა 50 ჰა ტერიტორია. ჰქონდა საწვრთნელი და საშეჯიბრო 4 წრე (1800, 1600, 1300, 1000 მ), შუა ნაწილს იყენებდნენ ცხენოსნობის ეროვნ. და კლასიკურ სახეობებში შეჯიბრებების ჩასატარებლად. იქვე მოწყობილი იყო „სტიპლ-ჩეიზის" ტრასა. ჰქონდა ტრიბუნები 12000 მაყურებლისათვის, სამსაჯო ჯიხური, ღია და დახურული მანეჟი, 11 თავლა. ი-ის ტერიტორიაზე განლაგებული იყო საქართვ. სპორტკომიტეტის ცენტრ. საცხენოსნო ბაზა, საქართვ. განათლების სამინისტროს ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული საცხენოსნო სპორტ. სკოლა, სპორტ. საზ-ბა „დინამოს" თანამედროვე ხუთჭიდის ცხენოსნობის განყ-ბა. ი-ზე ცხენთგამოცდა (დოღები, რბოლა) ხდებოდა მაის-ივნისში, ტარდებოდა შეჯიბრებები ცხენოსნობის ეროვნ. და კლასიკურ სახეობებში, თანამედროვე ხუთჭიდში. ი-ზე მოქმედებდა ცხენების გამქირავებელი პუნქტი, გამაჯანსაღებელი ჯგუფები, ჰყავდათ თუშური ცხენები, რ-ებსაც საცხენოსნო ტურიზმშიც იყენებდნენ. ი-ზე და ბეთანიაში მუშაობდა საცხენოსნო ტურიზმის ბაზა ღამის გასათევად. ტერიტორიაზე განთავსებული იყო რესტორან „ისინდის" შენობა (არქიტ. ი. კასრაძე).
2007 ი. გადაიტანეს ლისის ტბასთან, სადაც ფუნქციონირებს შპს „თბილისის იპოდრომი".