იპოლიტოვ-ივანოვი მიხეილ მიხეილის ძე

მ. იპოლიტოვ-ივანოვი

იპოლიტოვ-ივანოვი (ი ვ ა ნ ო ­ვ ი) მიხეილ მიხეილის ძე [7(19). XI. 1859, გატჩინა, – 28. I. 1935, მოსკოვი], რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზ. მოღვაწე. რფ. სახ. არტისტი (1922). 1882 დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ნ. რიმსკი-კორსაკოვის საკომპოზიტორო კლასი).

1882–93 ცხოვრობდა თბილისში. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შეიტანა ქართ. პროფ. მუს. კულტურის განვითარებაში. იყო „რუსული მუსიკალური საზოგადოების" სა­ქართვ. ­განყ-ბის და თბილ. სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელი (ასწავლიდა მუს. თეორიასა და ისტორიას). შემდგომში ამ სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა თბილ. კონსერვატორია, რ-ის დირექტორი და პროფესორი იყო 1924–25. მისი მოწაფეები იყვნენ ზ. ფალია­შვი­ლი და დ. არაყი­შვი­ლი.

ი.-ი-ის მეცადინეობით თბილისში ეწყობოდა სიმფო­ნიური მუსიკის კონცერტები, რ-საც თვითონ დირიჟორობდა. 1884–93 თბილ. ოპერის თეატრის დირიჟორი იყო. აქვე წარმატებით გამოდიოდა მისი მეუღლე, მომღერალი ბ. ზარუდნაია.

ი.- ი. იყო ქართ. მუს. ფოლკლორის ერთ-ერთი პირველი შემკრები და გამომცემელი. ქართ. ხალხ. მელოდიების, მ. შ. ძვ. თბილისის სიმღერების კვალი ნათლად ჩანს მის შემოქმედებაში.

თბილისური ცხოვრების პერიოდის ანარეკლია მისი ნაწარმოებები: სიუიტები – „კავკასიური ესკიზები" (1884), „ივერია" (1895); სიმფონიური პოემა „მწირი" (1924). მასვე ეკუთვნის ოპერები „რუთი" (1887), „აბრა" (1890), „ასია" (1900) (სამივე დაიდგა თბილისში), „ღალატი" (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის ამავე სახელწოდების დრა­მის მიხედვით, დაიდგა თბილისში რამდენჯერმე, პირველად 1910, იმავე წელს მოსკოვში), კამერულსაკრავიერი ანსამბლისათვის "საღამო სა­ქარ­თვე­ლო­ში" (1934), ქართვ. პოეტე­ბის ტექსტებზე შექმნილი მთელი რიგი საგუნდო და სოლო სიმღერები. ავტორია ნარკვევისა „ქართული ხალ­ხუ­რი სიმღერა და მისი სადღეისო მდგომარეობა" (1895), მასში შეტანილია 12 ხალხ. სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით (უპირატესად ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები), აგრეთვე და­უმთავრებელი ოპერა „ნესტან-დარეჯანი".

ი.-ი-ს მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მიუძღვის ქართ. საეკლ. საგალობლების ნოტებზე გადატანაში.

1893 ი.-ი. საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოღვაწეობდა როგორც დირიჟორი. 1922 იყო სრულიად რუს. მწე­რალ­თა და კომპოზიტორთა საზ-ბის თავ-რე, 1893-იდან – მოსკ. კონსერვატორიის პროფესორი, 1905–18 – დირექტორი, 1919–22 – რექტორი.